logo
ENG



გრეგოროვა სააკაშვილზე: ეს არის პოლიტიზებული საქმე და მიხეილ სააკაშვილი ციხეში კვდება

02 თებ 202313:48
3 წუთის საკითხავი
clock 491
2023/02/02/4wflm61n85p8npr.png

მიხეილ სააკაშვილის საქმე იმდენად ფარავს ყველაფერს, რომ მას თვალს ვერ ავარიდებთ. ის აჩვენებს ყველაფერს რაზეც აქამდე ვისაუბრეთ. პრობლემებს, რეფორმებს, სასამართლო სისტემისადმი უნდობლობას, პოლარიზაციას, დეზინფორმაციას. არ არსებობს არავითარი კონსპირაცია, მაგალითად ის, რომ ჩვენ რამეს გვიხდის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ან გადაგვიბირა მიხეილ სააკაშვილმა, ასეთი რამაც მსმენია. ჩვენ გვაღელვებს ეს, რადგან ასეც უნდა იყოს. ესაა ღრმად პოლიტიზებული საქმე, ადამიანი კვდება ციხეში. ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, არ იფიქროს მხოლოდ პოლიტიკურ ქულებზე, რომლებიც შეიძლება ციხეში მისი დატოვებით მიიღონ, არამედ იმ ქულებზეც, რომლებიც შეიძლება ამით დაკარგონ იმიტომ, რომ დღეს ჩვენ გვიწევს ვისაუბროთ პოლიტიკურ პატიმარზე კანდიდატის სტატუსის ნაცვლად. 


close დახურვა