logo
ENG



კობახიძე: თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, მეც და ხალხსაც უმძიმესი რეაქცია გვექნება

07 თებ 202317:17
3 წუთის საკითხავი
clock 943

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ საააკშვილს შეიწყალებს, "მასაც და საზოგადოებასაც უმძიმესი რეაქცია ექნებათ".

მისი თქმით, ეს იქნება "ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი".

"მე დარწმუნებული ვარ, საზოგადეობას ექნება უმძიმესი რეაქცია ასეთ აქტზე, მეც მექნებოდა და მექნება ბუნებრივია ძალიან მძიმე რეაქცია ასეთ რამეზე იმიტომ, რომ რომ მოხდეს ასეთი რამ თეორიულად, იქნება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი", - თქვა კობახიძემ.

ზურაბიშვილი ამ დრომდე არ გამოხმაურებია მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი თქვა. ზურაბიშვილმა 17 დეკემბერს განაცხადა, რომ "უნდა დასრულდეს სპეკულაციები და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას".

ამის პარალელურად მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელები უკან გაიწვია.

 


close დახურვა