logo
ENG



გურჯაანში 2 წლის შვილზე ძალადობაში ბრალდებულ მამას პატიმრობა შეეფარდა

26 თებ 202311:26
3 წუთის საკითხავი
clock 692
გურჯაანში 2 წლის შვილზე ძალადობაში ბრალდებულ მამას პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ 2 წლის შვილზე ძალადობაში ბრალდებულ მამას პატიმრობა შეუფარდა. ის პოლიციამ 24 თებერვალს დააკავა.

შსს-ის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2 წლის შვილზე იძალადა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა მიიღო - ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.


close დახურვა