logo
ENG



ჭავლი რომ მომესხა, გავბრაზდი, რომ მოვტრიალდი, რაღაც გაისროლეს და მომხვდა - დაშავებული

10 მარ 202320:18
3 წუთის საკითხავი
 

აქციაზე დაშავებული ერთ-ერთმა მოქალაქე, ზაზა ბირიაშვილი ფორმულასთან აქციის ღამეს იხსენებს. მან ერთ თვალში მხედველობა დაკარგა. 

"რომ მივედი [აქციაზე], ზევით ავედი პარლამენტთან, დროშა მეჭირა ხელში. მერე, ქვემოდან რაღაცებს ისროდნენ, გადმოვდექი, მეთქი არ ისროლოთ, ხალხს ვეუბნებოდი, ნუ ისვრით. მოვტრიალდი ისევ დროშასთან. მერე გამოუშვეს წყლის ჭავლი, ეს წყლის ჭავლი, რომ მომესხა გავბრაზდი, დავიწყე გინება. მეორედ კიდევ მოუშვეს და რომ მოვტრიალდი, რაღაც გაისროლეს შენობიდან და ამაში [სახეში] მომხვდა."- ამბობს ზაზა ბირიაშვილი ფორმულასთან. 
 
ბირიაშვილი 7 მარტს პარლამენტთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად მივიდა.
 
* * * 
მისმა ცოლმა, მაია გორგოშიძემ გამოცემა "პუბლიკას" უთხრა, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია – მხედველობის დაკარგვის გარდა, აქვს ტვინის შერყევა და სახეზე დაზიანებები აღენიშნება. მაია გორგოშიძე ამბობს, რომ მისი მეუღლე აქციაზე პროტესტის ნიშნად წავიდა 7 მარტს. 8 მარტს კი, გამთენიისას, როცა აქციის დარბევა დაიწყო მძიმედ დაშავდა.

close დახურვა