logo
ENG



დვალიშვილი: თუ სხვანაირად არ შეგვიძლია, შევაჩეროთ რუსეთი, შეგვიძლია, დავამარცხოთ სპორტში

12 მარ 202315:35
3 წუთის საკითხავი
clock 864
2023/03/12/1ityqp4yq1frjkl.jpg

ჩემზე იყო დამატებითი წნეხი, ვინაიდან წარმოვადგენდი ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, ჩემს გუნდს და ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ და მინდოდა კარგად წარვმდგარიყავი. როგორც უკვე ვთქვი, მე არ მადარდებდა სხვა არცერთი ბრძოლა, ნებისმიერ სხვასთან წაგება, მაგრამ მის [პიოტრ იანის] წინააღმდეგ წაგება? ალბათ თავს მოვიკლავდი, რადგან როგორც აქამდეც ვთქვი, ის შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ ზედმეტად თავდაჯერებულია. მე მიყვარს თავმდაბალი მებრძოლები, ისინი კარგი ადამიანები არიან და მე არ ვფიქრობ, რომ ის [პიოტრ იანი] კარგი ადამიანია... ვფიქრობ, ეს მარცხი მას მეტად დააფიქრებს, მეტად სცემს პატივს სხვა მებრძოლებს. ის აქამდე ფიქრობდა, რომ საუკეთესოა და ნომერ პირველია, მე კი ნული ვარ. ეს ასე არაა, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, არავინაა სრულყოფილი და ასე არ უნდა ექცეოდე ადამიანებს - პატივი უნდა სცე ყველას. ის მე აქამდე პატივს არ მცემდა, მაგრამ ახლა პატივს მცემს. მე არ ვფიქრობ, რომ საუკეთესო ვარ.

მოგება მხოლოდ ჩემთვის არ მინდა, მინდა ხალხს კარგი მაგალითი მივცე. ყოველთვის ვსაუბრობ ამაზე, რომ მე არაფერი მქონდა და ახლა მე საუკეთესოებში ვარ და ეს თუ მე გავაკეთე ყველას შეუძლია, უბრალოდ ბევრი იშრომეთ. პიოტრი შესანიშნავი მებრძოლია, ვიღაც მერაბი ნულია და მან პიოტრი დაამარცხა - სულ ესაა...

ახლა ვიცი რაც ხდება ჩემს ქვეყანაში, ისინი ძალიან ბედნიერები არიან. ეს დიდი ამბავია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა - ერთი ქართველი მებრძოლი ლას ვეგასში ამარცხებს რუს ყოფილ ჩემპიონს პიოტრ იანს - ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ასევე ძალიან ბევრი ადამიანი მიჭერს მხარს უკრაინიდან, რადგან მე ვებრძოლე რუსს. ეს სპორტია, მაგრამ თუ სხვანაირად არ შეგვიძლია შევაჩეროთ რუსეთი, სულ მცირე შეგვიძლია, დავამარცხოთ სპორტში. ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა უკრაინიდან. მინდა გამოვხატო უკრაინის მიმართ დიდი მხარდაჭერა. იმედი მაქვს, ეს ომი დასრულდება და იქნება მშვიდობა. აქამდეც მითქვამს, რომ ომის წინააღმდეგი ვარ. 17 წლის ვიყავი, როცა რუსეთი საქართველოს დაესხა თავს... ეს ძალიან საშიში იყო... როცა ვერაფერს აკეთებ და ისინი ბომბებს ისვრიან და ხალხი კვდება. ახლა ხალხი ასე კვდება უკრაინაში. 21-ე საუკუნეში ომი არსად უნდა იყოს.

 

close დახურვა