logo
ENG



კალაძე: კარგად ვიცი ევროპული ღირებულებები, მაგრამ მიუღებელია როცა გეუბნებიან, უნდა იყო მონა

16 მარ 202323:36
3 წუთის საკითხავი
clock 772
2023/03/16/2xscu294xebsf1t.jpg

მე ვამაყობ რომ ვარ ქართველი, დავიბადე ამ ქვეყანაში, გავიზარდე, მაქვს ულამაზესი სამშობლო. ესე იგი, მთელი ჩემი წარსული ცხოვრება დაკავშირებულია ევროპასთან. მთელი ჩემი წარმატება, იცით, რომ დაკავშირებულია ევროპასთან, ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები. ძალიან კარგად ვიცი თუ რამხელა ცივილიზაციის მოტანა შეუძლია ევროპულ განვითარებას, მაგრამ მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა შენ გეუბნებიან, რომ უნდა იყო მონა, უნდა დადგე ცალ ფეხზე, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავაწეულებმა უნდა ვიაროთ, უნდა ვიაროთ ევროპაშიც და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია. 

 

close დახურვა