logo
ENG



უნგრეთის მმართველი პარტიის განცხადებით, უნგრეთი მხარს დაუჭერს ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას

17 მარ 202321:47
3 წუთის საკითხავი
clock 465
2023/03/17/2k72r2kjur34qno.jpg

უნგრეთის მმართველი პარტიის განცხადებით, NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას 27 მარტის კენჭისყრით დაამტკიცებენ. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც პარასკევს გავრცელდა.

მანამდე თურქეთმა დაადასტურა, რომ ფინეთის გაწევრიანების რატიფიცირების პროცესს დაიწყებდა.

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ფინეთმა და შვედეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს. განაცხადის დასადასტურებლად აუცილებელია ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან მისი რატიფიცირება. NATO-ს 30 ქვეყნიდან მხოლოდ თურქეთი და უნგრეთია, რომლებსაც ჯერ არ დაუმტკიცებიათ შეთანხმება.

თებერვალში თურქეთმა მხარი დაუჭირა ფინეთის განაცხადს, მაგრამ შვედეთის ხელისუფლებას ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წინააღმდეგ მკაცრი პოზიციის დაკავება მოსთხოვა. თურქეთი ასევე მოითხოვს შვედეთისგან 100-ზე მეტი ქურთი აქტივისტის ექსტრადირებას, რომლებმაც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს. ანკარა მათ ტერორიზმში ადანაშაულებს.

უნგრეთის პარლამენტში რატიფიკაციის კენჭისყრის ვადა რამდენჯერმე გადაიდო. ვიქტორ ორბანის ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პირველი რაც უნდა გააკეთოს უნგრეთმა არის ანტიკორუფციული კანონმდებლობის მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს NATO-ს საკითხების განხილვას.


close დახურვა