logo
ENG



ანალენა ბერბოკი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

24 მარ 202320:36
3 წუთის საკითხავი
clock 540

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, შეხვედრა იყო მრავლისმომცველი და მათ ისაუბრებს ევროკავშირის 12 პუნქტიან გეგმაზე, განსაკუთრებით, კი ყველა იმ რეკომენდაციაზე, რომლებიც მათი შეფასებით, განმსაზღვრელი მნიშვნელობისაა იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ყურადღება გამახვილდა მართლმსაჯულების საკითხებზე, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეებზე. ისაუბრებს ასევე მედიაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და დეოლიგარქიზაციის საკითხზე.

ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, ანალენა ბერბოკისთვის გასაგებია, რომ ამ პრობლემების მოგვარება არის მთავრობის პასუხისმგებლობა, თუმცა გერმანია ელოდება იმასაც, რომ პრობლემების გადაჭრის პროცესში აქტიურად იქნება ჩართული ოპოზიციაც.

"საკითხი შეეხო 12 რეკომენდაციას, რომლებიც სამწუხაროდ არ სრულდება. აქ არ არის მხოლოდ 12 საკითხის და პუნქტის შესრულება, განწყობა არ იგრძნობა სამწუხაროდ იმისა, რომ ეს მალე შესრულდება. შევეხეთ სხვა საკითხებსაც."- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ეს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.


close დახურვა