logo
ENG



"შენ სექსი არ გიყვარს" - შაბათის ფორმულა რამიშვილის ჩანაწერის ახალ ფრაგმენტს ასაჯაროებს

01 აპრ 202321:20
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულა POSTV-ის ხელმძღვანელისა და ხელისუფლების პროპაგანდისტის მორიგ აუდიო ჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც ის 22 წლის ქალს ანანია გაჩეჩილაძეს სექსუალურად ავიწროებს.

თავად ანანია გაჩეჩილაძემ აიდიო ჩანაწერის ავთენტურობა უკვე დაადასტურა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შალვა რამიშვილი გამოკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებია.

ჩანაწერის ამ ნაწილში, შალვა რამიშვილი თავადვე აღიარებს, რა არის მისთვის გადამწყვეტი თანამშრომლების ან ე.წ. საქმიანი პარტნიორების შერჩევისას და როგორია პროფესიონალიზმის შეფასების მთავარი პრინციპი.

როგორც ცნობილია ჩანაწერი 2-საათიანია და ეს მისი ახალი ფრაგმენტია:

"რამიშვილი: "ტ**აური ხომ არ გევასება? თქვი, ჩესნად მითხარი"

გაჩეჩილაძე: არა, ეგრე რატომ

რამიშვილი: არ გევასება, ბო*იშვილი ვიყო.

გაჩეჩილაძე: აბა მეზიზღება და ძალით ვშვრები?

რამიშვილი: კი, ძალით. რაღაცებს პროსტა თამაშობ. შენ სექსი არ გიყვარს. შენ ყურადღებას აქცევ შინაარსს, მაგრამ არ ფიქრობ, რომ შენი ძუძუები და ბაყვები ამ შინაარს არ ესადაგება.

გაჩეჩილაძე: მერე რა?

რამიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ შენ გესიმპათიურები ახლა მე, ამ მომენტში, როგორც ჭკვიანი კაცი, შენ არაფერს არ ასხივებ, ეგ უცნაურია.

გაჩეჩილაძე: ხო, იმიტომ რომ მე არ მინდა მეთქი

რამიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ შენს სიმპათიას და მოწონებას ვიწვევ, შენ მაინც ცივი რჩები... ყველაფერი ჩემი ბრალია, ბიძინა მე მოვიყვანე, შენ... სექსუალური ზეწოლა მე განვახორციელე"

ჩანაწერის პირველი ნაწილი შაბათის ფორმულამ 25 მარტს გაასაჯაროვა. აუდიომასალაში ისმის რა მეთოდებით არჩევს რამიშვილი თანამშრომლებს და რა ინტიმურ თემებზე ესაუბრება ახალგაზრდა ქალს, რომელიც მასთან გასაუბრებაზე მივიდა. 

***

ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში 21 მარტს ამხილა. ამის შემდეგ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.

ისტორიების მოყოლის შემდეგ ორგანიზებული თავდასხმა დაიწყო თათია სამხარაძის მიმართ. თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია. 

26 მარტს სამხარაძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV იტყუება, თითქოს ის დიმა ჩიქოვანის სახლიდან ვერ გამოდის, რადგან ჩალურჯებები აქვს. სამხარაძემ ამის საპირისპიროდ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, რომელშიც ჩანს, რომ დაზიანებები არ აქვს.

112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო 24 მარტს გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.

მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებები პოსტივისთან ერთად "ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამინს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს."

სამხარაძის თქმით, მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია.


close დახურვა