ლვიველმა ბიჭმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის ქუჩაში სიმღერით 70 000 გრივნაზე მეტი შეაგროვა.
8 წლის იური ნაპორამ 10 აგვისტოს საქველმოქმედო კონცერტი გამართა. ასევე, ლვივის ქუჩებში სიმღერით ბიჭმა 14 000-ზე მეტი გრივნა მოაგროვა - ის, 3 საათზე მეტხანს, მამასთან ერთად, გამვლელებისთვის უკრაინულ სიმღერებს ასრულებდა. შეგროვილი თანხა მან მიკოლაევში მებრძოლ სამხედროებს გადაურიცხა.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა 8 წლის ბიჭი უკრაინელ სამხედროებს დაეხმარა. მანამდე მან 23 000 გრივნა მოსტიკში პატრიოტული სიმღერების შესრულებით შეაგროვა, უფრო ადრე კი 40 000 გრივნაზე მეტი ლვივის ოლქის ერთ-ერთ ქალაქში სიმღერით. შეგროვილ თანხებს ბიჭი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ურიცხავს.