logo
ENG



სუს-მა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

06 მაი 202313:27
3 წუთის საკითხავი
clock 563

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ეროვნულ კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართული კომპეტენტური უწყებების მონაწილეობით წარმოებული ოპერაციების შედეგად, გამოვლენილია ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე - მათი თქმით, დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე.

"კომპლექსურად წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის შედეგად მოპოვებულია მასალები და მტკიცებულებები, რითაც იკვეთება უცხო ქვეყნებში მიმდინარე ტერორისტული აქტივობები. ჩვენს მიერ მოპოვებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, საიდანაც ამოღებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის დედაქალაქების სტრატეგიული ობიექტების სატელიტური ფოტოები.

მასშტაბური კონტრტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში, იდენტიფიცირებულია ტერორისტულ ორგანიზაციასთან შემხებლობაში მყოფი პირები, კომუნიკაციის ფორმები, მეთოდები, დაინტერესების სფეროები და შესაძლო თავდასხმის ობიექტები საქართველოს ფარგლებს გარეთ", - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების განცხადებით, საერთაშორისო ტერორისტული რისკებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციები ოპერატიულად იქნა გაზიარებული საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან და მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან.

მათივე თქმით, ცალსახად გამორიცხავენ უცხოურ მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე.


close დახურვა