logo
ENG



წითლიძე: საკანონმდებლო ცვლილებით ოცნება შანსს არ ტოვებს, რომ ცესკო დამოუკიდებელი იყოს

09 მაი 202314:40
3 წუთის საკითხავი
clock 317
2023/05/09/93uzahwccsjkrcm.jpg

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანი წითლიძის თქმით, ქართული ოცნების საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი საქართველოს ევროპული კურსის საბოტაჟია.

წითლიძე ამბობს, რომ ოცნება შანსს არ ტოვებს, რომ ცესკო და საოლქო საარჩევნო კომისიები დამოუკიდებლები იყვნენ და მმართველ პარტიას სთავაზობს, კანონმდებლობა ვენეციის კომისიაში გაგზავნონ.

"ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი არის ერთადერთი - ეს არის საბოტაჟი საქართველოს ევროპული კურსის, იმიტომ რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩვენგან ითხოვენ საარჩევნო რეფორმას და ითხოვენ ისეთ საარჩევნო რეფორმას, რომელიც იქნება ქმედითი და მაშინ, როდესაც ჩვენ ველოდებით კანდიდატს სტატუსს და მაშინ, როდესაც ხელისუფლების მთელი ძალისხმევა ხელისუფლების მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ამ საკანონმდებლო ცვლილებით ქართული ოცნება, ფაქტობრივად, საბოტაჟს უცხადებს ამ პროცესს. საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისია ისედაც კონტროლდებოდა ქართული ოცნების მხრიდან. გაიკმინდებოდნენ მათ შორის ე.წ. დამოუკიდებელი წევრები, რომლებიც პირდაპირ ინიშნებოდნენ ქართული ოცნების მხრიდან, მაგრამ ამ საკანონმდებლო ცვლილებით, ფაქტობრივად, ქართული ოცნება 0.1% შანსსაც არ ტოვებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია და საოლქო საარჩევნო კომისიები იყვნენ დამოუკიდებელნი"- თქვა წითლიძემ.

ქართული ოცნების ახალი ინიციატივით ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტი ვეღარ შეარჩევს - მის ნაცვლად, კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. კანონპროექტის ინიციატორები არიან მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი.

ამასთან, იცვლება ცესკოს წევრების არჩევის წესიც - კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ ცესკოს 7 წევრს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.


close დახურვა