logo
ENG



აეროპორტის ტერიტორიაზე რუსული რეისის წინააღმდეგ პროტესტისას რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

19 მაი 202314:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/19/ico6tbo0oe1ggub.png

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთთან პირდაპირი ფრენების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე აქტივისტებს აკავებენ. 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.

ფორმულას ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა მოძრაობა დროას წევრები შუშანა მაცაბერიძე და თათა ხუნდაძე, პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების წევრები გელა ხასაია, ექიმი გიორგი ახობაძე, პოლიტიკოსი ლევან თარხნიშვილი და აქტივისტი ნატა ფერაძე. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია იმართება. 

რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ეს მოსკოვიდან პირველი რეისია. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

 

close დახურვა