logo
ENG



გავრილოვი: ვფიქრობთ, შემდეგი ნაბიჯი იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

19 მაი 202314:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/19/pzbopgd1qgp7guu.png

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის ვიზიტსაც 2019 წელს მასობრივი საპროტესტო აქცია და ათასობით ადამიანის დარბევა მოყვა, არ გამორიცხავს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს.

გავრილოვის აზრით, [დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა] "ხელს შეუწყობს შეიქმნას სრულფასოვანი საკონსულო დახმარება ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის".

"ვფიქრობთ, რომ შემდეგი ნაბიჯი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ელჩების გაცვლა. ამ ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობას იძლევა საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, მისი მიმდევრობა დემოკრატიულ პრინციპებზე. ჩვენი ერები მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან, ჩვენ გვაქვს საერთო სულიერი და მორალური ღირებულებები, კულტურა", - თქვა გავრილოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ეს მოსკოვიდან პირველი რეისია. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია იმართება, სადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.


close დახურვა