logo
ENG



კალაძე დროშებზე: კონსტიტუციაში EU-ში ინტერგრაცია წერია, მაგრამ ჯერ ტერიტორიული მთლიანობა

25 მაი 202314:15
3 წუთის საკითხავი
clock 439

თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობის მიერ 26 მაისთან დაკავშირებით ევროკავშირის დროშების არგამოფენას ეხმაურება და აღნისნავს, რომ საკითხთან დაკავშირებით "მორიგ სპეკულაციებსა და სიბინძურეს" აქვს ადგილი.

კალაძე ფიქრობს, რომ რადგან 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, დროშებიც მხოლოდ ქართული უნდა იყოს გამოფენილი.

"ეს არის მორიგი სპეკულაციები და ჩვეულებრივი სიბინძურე, რასაც კადრულობენ ეს კონკრეტული ადამიანები. ესე იგი პირველი რა მინდა ვთქვა: 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა და ცხადია უნდა იყოს ქართული დროშები.

არ ვიცი ეს სიბინძურე და სპეკულაციები რას ემსახურება, თუმცა იმას, რომ ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ ევროინტეგრაციის მიმართულებით, 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც არის მოწოდებული - ყველაფერს ვაკეთებთ და ამ ყველაფერში ოპოზიცია და ის ადამიანები ხელისშეშლის მეტს არაფერს აკეთებენ. ხშირად გვახსენებენ, რომ აი, კონსტიტუციაში გიწერიათ ევროინტეგრაცია და ევროპული მომავალი - რა თქმა უნდა გვიწერია და ეს ზუსტად ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით მოხდა, ამ ყველაფრის ჩაწერა კონსტიტუციაში. მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, პირველი რაც წერია - ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მეორე არის უკვე სხვა ყველაფერი დანარჩენი", - ამბობს კახა კალაძე.

გასული წლისგან განსხვავებით, 26 მაისთან დაკავშირებით პარლამენტის შენობა ევროკავშირის დროშით აღარ გააფორმეს. ამის გამო ხვალ, მსვლელობა, სახელწოდებით, საქართველო ირჩევს ევროპას დაანონსდა. ორგანიზატორების განცხადეებით, მოქალაქეები 10:30 საათზე რუსთაველის ძეგლთან ევროკავშირის დროშებით შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტის ტერიტორიისკენ გაემართებიან.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სადღესასწაულო გაფორმება ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ხდება.

 

 

 


close დახურვა