logo
ENG



ლუკაშენკო: ბირთვული იარაღის რუსეთიდან ბელარუსის ტერიტორიაზე გადატანა უკვე დაწყებულია

26 მაი 202308:50
3 წუთის საკითხავი
clock 865
2023/05/26/5r5f2i68gc5o0md.jpg

ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, არასტრატეგიული ბირთვული იარაღის რუსეთიდან ბელარუსის ტერიტორიაზე გადატანა უკვე დაწყებულია.

"მან [რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა] მაცნობა, რომ დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების თაობაზე. საუბარი იყო კონკრეტულ დოკუმენტზე. ჩვენ უნდა მოგვემზადა საცავი და სხვა დეტალები მოგვეგვარებინა. ჩვენ ყველაფერი შევასრულეთ, ამიტომ იარაღის გადმოტანა უკვე დაწყებულია", - განაცხადა ლუკაშენკომ.

კითხვას - არის თუ არა არასტრატეგიული ბირთვული იარაღი უკვე ბელარუსის ტერიტორიაზე, ლუკაშენკომ ასე უპასუხა: "შესაძლოა. მივალ და ვნახავ".

მანამდე, რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა სერგეი შოიგუმ და ვიქტორ ხრენინმა მინსკში ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, რომლებიც განსაზღვრავენ რუსული ბირთვული იარაღის შენახვის პროცედურას ბელარუსის ტერიტორიაზე - სპეციალურ საწყობში.

მიმდინარე წლის 25 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ოფიციალური მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. მაშინ, ვლადიმერ პუტინმა თქვა: "3 აპრილიდან ვიწყებთ ეკიპაჟების წვრთნას. 1 ივლისს კი ვასრულებთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობას ბელარუსის ტერიტორიაზე". 

 


close დახურვა