logo
ENG



"ქართველები თავდაუზოგავად იბრძვით, უფრთხილდებით დამოუკიდებლობას" - აშშ-ის საელჩოს მილოცვა

26 მაი 202310:06
3 წუთის საკითხავი
clock 464
"ქართველები თავდაუზოგავად იბრძვით, უფრთხილდებით დამოუკიდებლობას" - აშშ-ის საელჩოს მილოცვა

აშშ-ის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ მილოცვაშია აღნიშნული, ქართველი ხალხი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის.

საელჩოს თქმით, აშშ სიამაყით გააგრძელებს საქართველოს პარტნიორობას. 

"ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან:

თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას.

ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის.

შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. 

"ახალი სახელმწიფოს მიზანია, ქარტეხილისაგან დაიფაროს თავი" - 26 მაისი დამოუკიდებლობის დღეა


close დახურვა