logo
ENG



კობახიძე პუტინზე: არ გაგვიპროტესტებია, ჩვენზე როგორ ისაუბრებდა? ალბათ ენმ-ს გულისხმობს

28 მაი 202311:41
3 წუთის საკითხავი
clock 762
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც ამბობს, რომ როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ქართული ხელისუფლების მხრიდან ფრენების აღდგენის მოთხოვნაზე საუბრობდა, რეალურად ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობდა.

"რეალურად, პუტინმა თქვა ასეთი რამ, რომ გაუკვირდა პროტესტი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავად ითხოვდნენ ასეთ ნაბიჯს, პროტესტი ჩვენი მხრიდან არ იყო გამოხატული, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი ფრენების აღდგენა და ეს იყო ჩვენი პოზიცია. როდესაც პუტინი საუბრობდა იმაზე, რომ ვინც ითხოვდა თავის დროზე ფრენების აღდგენას, უვიზო რეჟიმს, ის აპროტესტებს ამ ყველაფერს, გულისხმობდა, როგორც ჩანს, ნაცმოძრაობას.

ჩვენ გვახსოვს, რომ თავის დროზე ნაცმოძრაობა აქტიურად ითხოვდა ფრენების აღდგენას, 2009 წელზე მაქვს საუბარი და ასევე, ითხოვდა, უფრო მეტიც... ალბათ, ალბათ, აბა, ჩვენ არ გაგვიპროტესტებია და ჩვენზე როგორ ისაუბრებდა? ჰოდა, ალბათ მათ გულისხმობს, ჩვენ არ გაგვიპროტესტებია - მან თქვა, რომ გაუკვირდა პროტესტი იმათი მხრიდან, ვინც ამას ითხოვდა და ჩვენ არ გაგვიპროტესტებია, გააპროტესტა ნაცმოძრაობამ და თავის დროზე სააკაშვილი აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ აღდგენილიყო პირდაპირი ფრენები", - განაცხადა მან.

პუტინის განცხადებას გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილიც - მისი თქმით, აქვს "განცდა", რომ რუსეთის პრეზიდენტი ქართული ხელისუფლების მხრიდან ფრენების აღდგენის მოთხოვნაზე რეალურად სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ გადადგა. პუტინის თქმით, მისთვის გაუგებარი იყო ის რეაქცია, რომელიც სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენას მოყვა.


close დახურვა