logo
ENG



რუსულმა ძალებმა დნიპროს საავადმყოფო დაბომბეს - არის მსხვერპლი

28 მაი 202313:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/28/ulvpev0qi6tpzeh.jpg

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ლისაკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის საავადმყოფო დაბომბეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.

"დნიპროზე სარაკეტო თავდასხმას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულები არიან: 56 წლის ექიმი, დანგრეული სამედიცინო დაწესებულების  64 წლის თანამშრომელი, 57 წლის პირი, რომელიც ახლომდებარე ვეტერინარულ კლინიკაში მუშაობდა", - თქვა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უკრაინის ცნობით, 26 მაისს, რუსულმა ჯარებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ქალაქ დნიპროში ერთ-ერთ ამბულატორიულ კლინიკასა და ვეტერინარულ კლინიკაზე.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა