logo
ENG



ხაბეიშვილი: ნაციონალური მოძრაობა გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე

29 მაი 202318:51
3 წუთის საკითხავი
clock 440
2023/05/29/01nl51fwf845ckf.jpg

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, პარტია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის.

ხაბეიშვილის თქმით, პარტია საქართველოს მასშტაბით რეგიონულ კონფერენციებს ჩაატარებს და ექნება შეხვედრები მოსახლეობასთან.

„პოლიტიკურმა საბჭომ დღეს გადაწყვიტა, რომ ნაციონალური მოძრაობა გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე და ჩვენ ვაპირებთ ყველა ქალაქში, რაიონში, ცხადია ჩვენს მოსახლეობასთან შეხვედრას, მათ შორის იქნება რეგიონული კონფერენციები, სადაც ასევე იქნება საკითხი დაყენებული პრეზიდენტ სააკაშვილის განთავისუფლების. მნიშვნელოვანია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ეს ღონისძიებები, მათ შორის საპროტესტო აქციები.

ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს ზაფხულში დასვენებას, არ აპირებს მოსვენება მისცეს რუსულ რეჟიმს და აპირებს განსაკუთრებული რეჟიმით იმუშაოს. ასევე ჩვენმა პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნაციონალური მოძრაობის ყველა სტრუქტურულმა ერთეულმა, იმ კონკრეტულმა წარმომადგენლობამ, რომელიც მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, უზრუნველყოს მაქსიმალურად საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის პოზიტიური გადაწყვეტილებები. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქართველმა ხალხმა რუსული რეჟიმის გამო ამ ქვეყანაში და ბიძინა ივანიშვილის გამო კანდიდატის სტატუსი არ დაკარგოს. ეს ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული დღეს პოლიტსაბჭოზე"- თქვა ხაბეიშვილმა.


close დახურვა