logo
ENG



დნიპროში დაშავებულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 ბავშვია

04 ივნ 202310:28
3 წუთის საკითხავი
clock 465

რუსული საოკუპაციო ძალების მიერ დნიპროზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 22-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 ბავშვია.

ამასთან, როგორც დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტელეგრამზე წერს, ღამით ნანგრევებიდან 2 წლის ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს.

გუშინ გვიან ღამით რუსმა ოკუპანტებმა დნიპროს მახლობლად მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიში მიიტანეს, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ადგილზე იყო ხანძარიც.


close დახურვა