logo
ENG



"შეუცდომელი იყო მაცხოვარი" - ღუდუშაური კითხვაზე, აქვს თუ არა სახდეპს მტკიცებულებები

08 ივნ 202313:44
3 წუთის საკითხავი
clock 1825

ქართული ოცნების დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო'ბრაიენის განცხადებას, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთის მიერ სანქციების არიდების პრობლემას იწვევენ.

ღუდუშაური ამ განცხადებას "სიცრუის ტირაჟირებას" უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოს მიერ სანქციების არიდებაზე გავრცელებული ინფორმაციებიდან "დასაბუთებული" არც ერთი არ იყო.

ამავე კონტექსტში ჟურნალისტმა მას ჰკითხა, შესაძლებელია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მტკიცებულებების გარეშე ავრცელებდეს მსგავს ინფორმაციას, რაზეც ღუდუშაურმა უპასუხა: "შეუცდომელი იყო მაცხოვარი. წერტილი".

"მთელი ამ ხნის განმავლობაში გრძელდება სიცრუის ტირაჟირება და იმიჯის დამაზიანებელი განცხადებები გვესმის, თუმცა აქამდე ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი დასაბუთებული ინფორმაცია. ვერ ვნახეთ ვერც ერთ მტკიცებულება ამისა და ვერ ვნახეთ იმის საპირწონე შესაბამისი არგუმენტები, თუ რატომ არის ესა თუ ის ინფორმაცია მაგალითად მართალი. საპირისპიროდ არაერთხელ მოუწიათ პასუხისმგებლობიან პირებს უარყოფა ამისა, რომ დიახ, ეს ნამდვილად ცრუ ინფორმაცია იყო, ხოლო უპასუხისმგებლო პირებს, დღემდე რჩება იმ რეალობაში, რომ როდესაც შენს ქვეყანას ადანაშაულებენ და მძიმე ბრალდებებს უყენებენ, თავი ვალდებულად უნდა ვიგრძნოთ, რომ საპირისპირო მტკიცებულება მოვითხოვოთ. აქამდე საპირისპირო მტკიცებულება ვერ ვნახეთ. დაახლოებით ორი წელია ასეთი ინფორმაციები გვესმის და ორი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა, რომ ერთი მტკიცებულება მაინც დადებულიყო?"- ამბობს ღუდუშაური. 

Politico-ს სტატიაში წერია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო'ბრაიენის განცხადებით აშშ-მა გამოავლინა 5 ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას, ერთ-ერთი საქართველოა. 

"შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა ხუთი ქვეყანა, რომლებიც რუსეთის მიერ სანქციების არიდების პრობლემას იწვევენ: თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი."

ო’ბრაიენის თქმით, პრობლემა არის ის, რომ ევროპული კომპანიები ყიდიან მასალებს სხვა ქვეყნებს, რომლებიც, შემდეგ ამ მასალებს რუსეთში ყიდიან.


close დახურვა