logo
ENG



CNN: ბაიდენი მხარს უჭერს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას

15 ივნ 202311:48
3 წუთის საკითხავი
clock 428
2023/06/15/cctd2q98niiay4b.jpg

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი გუნდი NATO-ს სხვა წევრებთან ერთად განიხილავენ თუ როგორ და როდის შეიძლება უკრაინა ალიანსს შეუერთდეს.

CNN-ის ცნობით, ბაიდენი და მისი ადმინისტრაციის წევრები ერთგულები არიან ალიანსის ამჟამინდელი პოზიციის მიმართ, რომ უკრაინა საბოლოოდ შეუერთდეს NATO-ს.

CNN -ის ინფორმაციით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი ერთ-ერთია იმ რამდენიმე საკითხიდან, რომელსაც ლიდერები ივლისის შუა რიცხვებში ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ. ასევე განიხილება ახალი თავდაცვის ხარჯები.

"თუმცა, სწორედ უკრაინის წევრობის საკითხი გახდება ერთ-ერთი ცხელი წერტილი ჯგუფისთვის, რომელმაც მოახერხა გასაკვირი ერთიანობის შენარჩუნება რუსეთის უკრაინაში არაპროვოცირებული შემჭრის ფონზე."- წერს CNN-ი.

CNN-ი წერს, რომ ზოგიერთი მოკავშირე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, მხარს უჭერს კიევის NATO-ში გაწევრიანების უფრო კონკრეტული გზის დასახვას ომის დასრულების შემდეგ.


close დახურვა