logo
ENG



მდინარაძე დუმბაძის სკვერზე: ამ ადგილს ვერავინ გაყიდის, თემა ამით დახურულია

05 სექ 202313:45
3 წუთის საკითხავი
clock 742
2023/09/05/0rwpj2unq1fcmca.jpg

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერის გაყიდვის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ აღნიშნულ ადგილს "ვერავინ გაყიდის".

"არსებობს ასეთი სივრცითი დაგეგმარების კოდექსი, მოკლე სათაური რომ ვთქვა, სადაც წერია ასეთი რაღაც: მეექვსე ნაწილში, 97-ე მუხლის. სკვერში, ბაღში და ა.შ. სკვერში, ამ შემთხვევაში, შეიძლება აშენებულ იქნას მხოლოდ საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შენობა. თემა ამით არის დახურული. ვერავინ იმ ადგილს ვერ გაყიდის.

ფიზიკურად, პრაქტიკაში შეუძლებელია, რომ სკვერის ნაწილი, იქ იყიდებოდა 95 კვადრატი, გავერკვიეთ დეტალებში გუშინ, 2000 კვადრატია თუ მეტი სულ, სკვერის ნაწილი გაიყიდოს. ჩვენს მუნიციპალიტეტებს, საკრებულოებს, დღეიდან ყველას ვთხოვ, კარგად დაიმახსოვრონ, სკვერის გაყიდვა იმ მიზნით, რომ იქ რაღაც აშენდეს, არის შეუძლებელი და ვერ გაიყიდება, ეს იქნება მაგალითი ყველასათვის, რომ ასეთი ინტერპრეტაციები ვეღარ და აღაც მისცენ. თუ არის სკვერი, თუ არის ასეთი დანიშნულების რეკრეაცია, ვერ მოაჭრი იმას რაღაც ნაწილს და ინტერპრეტაციას ვერ გაუკეთებ, რომ ეს აღარ არის ამ დანიშნულების და ავაშენებ სხვა რაღაცას. რაც არ უნდა საერთო სარგებლობის იყოს, ბანკი და ა.შ. ვერ აშენდება. იმიტომ, რომ უნდა ჰქონდეს თან საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი დატვირთვა, ამიტომ ეს თემა დახურულია", - ამბობს მდინარაძე.

3 სექტემბერს ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორგანიზაციის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ.

პარტიაში ამბობენ, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მასში მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ახლო გარემოცვა მონაწილეობდა. თუმცა, ჩიგოგიძე ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობას უარყოფს.

ჩოხატაურში ხელისუფლების გადაწყვეტილებით ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი იყიდებოდა, სადაც სამომავლოდ მშენებლობა იგეგმებოდა.


close დახურვა