ვწუხვართ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღდგა, რის შედეგადაც თბილისი რუსების ევროპაში გაყვანის ჰაბად იქცა. ასევე, აუცილებელია უფრო აქტიური ჩართულობა რუსეთის ჰიბრიდული ქმედებების წინააღმდეგ - რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ევროკავშირი გააგრძელებს დამოუკიდებელი მედიისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რათა ისინი გაძლიერდნენ. დამოუკიდებელ მედიაზე და სამართლიან ინფორმაციაზე წვდომა დემოკრატიის საფუძველია...