logo
ENG



პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საკონსტიტუციოში მომხსენებელი მოსამართლე ევა გოცირიძე იქნება

18 სექ 202316:31
3 წუთის საკითხავი
clock 700
2023/09/18/d63gku6ktns2epa.jpg

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში მომხსენებელი მოსამართლე ევა გოცირიძე იქნება. ინფორმაცია ფორმულას საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ქართული ოცნების მიერ მომზადებული წარდგინება 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. საქმე განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას ერთი თვის ვადაში წარუდგენს.

პლენუმის შემადგენლობაში ასევე არიან მანანა კობახიძე და მერაბ ტურავა.

სხდომებისა და პროცედურების შესახებ საკონსტიტუციოში ახლა მსჯელობენ.

პარლამენტმა ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წელს აირჩია.

გოცირიძის დანიშვნას მხოლოდ ქართული ოცნება უჭერდა მხარს. მმართველი პარტიის მიერ მის დანიშვნას არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წევრები აკრიტიკებდნენ.

ევა გოცირიძე ერთ-ერთია მათგან, ვინც 2015 წელს სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის დანიშვნას მხარი დაუჭირა. მაშინ გოცირიძე ამობდა, რომ გადაწყვეტილება "სასამართლო სისტემის სტაბილურობის სასარგებლოდ" მიიღო.

2016 წელს საქართველოს მთავრობამ მისი კანდიდატურა სტრასბურგის მოსამართლის პოსტზე წარადგინა, თუმცა ევროპის საბჭოს შესაბამისმა კომიტეტმა მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

მოსამართლე გოცირიძეს 2017 წელს ინიციატივა ჰქონდა, რომლის თანახმადაც, მოსამართლეთა შეურაცხყოფაზე რეგულაციები უნდა დაწესებულიყო. ის მიიჩნევდა, რომ "პოლიტიკოსისა და ჟურნალისტიკის მხრიდან შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება მოსამართლეების მიმართ, თავისუფლების ბოროტად გამოყენება იყო".

 

close დახურვა