logo
ENG



ბლინკენი შესაძლოა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებში ჩაერთოს

20 სექ 202308:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/20/gg6y6497y5l3adf.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი შესაძლოა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრის მცდელობაში ჩაერთოს და ამით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავალი გახდეს. როგორც Reuters წერს, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ისაუბრა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის ბოლო მოვლენები "განსაკუთრებით საშინელი და განსაკუთრებით საშიშია, ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ კონტაქტს ყველა მხარესთან".

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში "ანტიტერორისტულ ღონისძიებებს" იწყებდა და ტერიტორიის დაბომბა დაიწყო. ბაქოში ამტკიცებენ, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ. აზერბაიჯანი ყარაბაღიდან სომხეთის ჯარების გაყვანას და რეგიონში "რეჟიმის შეცვლას" მოითხოვს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის ქმედებები "მასშტაბურ აგრესიად" შეაფასა. ერევანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხეთის შეიარაღებული ძალები და სამხედრო პერსონალი განთავსებული არაა და მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს და რუს სამშვიდობოებს მიიღონ ზომები საომარი მოქმედებების შესაჩერებლად.

მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის ქმედებების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, აქედან 2 მშვიდოაბინი მოსახლეა.


close დახურვა