logo
ENG



უსაფრთხოების ყვითელი დონე - გომელაურის მოსმენის გამო, პარლამენტში შესვლა იზღუდება

22 სექ 202309:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/22/9nmzatllxzr7d8w.jpg

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დღეს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - ვიზიტორებს პარლამენტში შესვლა ეზღუდებათ.

"აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - წერია პარლამენტის განცხადებაში.

შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ საპარლამენტო ჟურნალისტებს.

დღეს, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. ის საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით არის დაბარებული.


close დახურვა