logo
ENG



ეროვნული ბანკი - შაბათის ფორმულა

23 სექ 202320:35
3 წუთის საკითხავი
clock 216

ოთარ ფარცხალაძის დასაცავად დარაზმული ქართული ოცნება და ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია ეფესებს აგენტის და მისი მფარველის მორჩილებაში - ხელისუფლების მოქმედება, კიდევ ერთხელ და ღიად მიუთითებს, როგორ იცავს ერთი ოლიგარქის რუსულ ინტერესებს მთელი ხელისუფლება. გასულ კვირას, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებმა, ქვეყანა კიდევ უფრო დააზიანა და მთავარი საფინანსო ინსტიტუტი, საერთაშორისო სანქციების რისკის ქვეშ დააყენა; ეროვნული ბანკი, ერთ დღეში დატოვა სამმა ვიცე პრეზიდენტმა და ნათია თურნავას მრჩეველმა, რის გამოც ბანკი ქმედუუნარო გახდა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესიც შეჩერდა. რატომ მიიღო ნათია თურნავამ ფარცხალაძის სასარგებლოდ უკანონო გადაწყვეტილება და იყო თუ არა ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალება.


close დახურვა