logo
ENG



კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას "შემაშფოთებელს" უწოდებს

03 ოქტ 202310:49
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას "შემაშფოთებელს" უწოდებს

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადება USAID-თან დაკავშირებით "აბსოლუტურად შემაშფოთებელია".

"გაოგნებული ვიყავი, ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი განცხადება. იმის მაგივრად რომ გვენახა გამიჯვნა იმ პროცესებისაგანა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული რევოლუციის მომზადებასთან, ვნახეთ აბსოლუტურად განსხვავებული განცხადება, რაც შემაშფოთებელია. ქართულ საზოგადოებას უნდა სიმშვიდე ან ქვეყანაში და არ უნდა რევოლუცია და უბედურება, რაც რევოლუციამ მოუტანა ჩვენს მეგობარ უკრაინას", - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "გადატრიალების საქმეზე" მორიგი განცხადება გაავრცელა და ამჯერად USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ისაუბრა.

მათი თქმით, სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.

სუს-ის მტკიცებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.

საქართველოში აშშ-ის საელჩო USAID-ის მიმართ ქართული ოცნების ბრალდებებს მცდარსა და დაუსაბუთებელს უწოდებს.

საელჩოს განცხადებით, მიუხედავად თავდასხმისა, კვლავაც მხარს დაუჭერენ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომელიც ეხმარება ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები


close დახურვა