logo
ENG



მედია: ლიბანში ისრაელის საპასუხო ცეცხლს Reuters-ის ოპერატორი ემსხვერპლა

13 ოქტ 202320:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/13/m0h3bbe6yj8dpqg.jpg

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიბანში ისრაელის საპასუხო ცეცხლს Reuters-ის ოპერატორი ესმხვერპლა. გარდა ამისა, დაშავდა Al Jazeera-ს ორი ჟურნალისტი, კარმენ ჯოხდარი და ელი ბრახაია. 

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

 

 

 

close დახურვა