logo
ENG



სახ.დეპი ლილუაშვილს: სანქციებზე ოფიციალური პირები რეგულარულად ურთიერთობენ პარტნიორებთან

22 ოქტ 202315:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/22/qvrqigmv0cre0k8.jpg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სუს-ის უფროსის, გიორგი ლილუაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ქართულმა მხარემ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზე მათგან მტკიცებულებები ვერ მიიღო. ამის შესახებ კითხვას აქცენტთან სახ.დეპის პრესსპიკერმა უპასუხა. 

როგორც გამოცემა წერს, პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქცირების თემაზე აშშ-ის ოფიციალური პირები რეგულარულად ურთიერთობენ პარტნიორებთან, მათ შორის პირადადაც.

"ზოგადად, აშშ–ის ოფიციალური პირები რეგულარულად ურთიერთობენ მთელს მსოფლიოში მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, მათ შორის - პირადად, სანქციების რეჟიმის შესანარჩუნებლად, შესაძლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პოტენციური დამატებითი სამიზნეების იდენტიფიცირებისთვის, რათა ხელი შეეწყოს ანგარიშვალდებულებას და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია შეფერხდეს", - აცხადებენ სახ.დეპში.

სახ.დეპის პრესსპიკერი კიდევ ერთხელ ციტირებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებას.

"14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა FSB-სთან [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური], რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. სანქციები დაუწესდა აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის საფუძველზე, რომელიც სანქცირების ავტორიზაციას გასცემს რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით".

 

 


close დახურვა