აი, იმ ქართველს ქართველი როგორ შეიძლება უწოდო, რომელიც დღეს პუტინის მიერ გამოგზავნილ მილოცვას მიიღებს და საჯაროდ თუ არა გულში მაინც მადლობას გადაუხდის. სუვერენულ სახელმწიფოებს - სამხრეთ ოსეთს და აფხაზებსაც ვულოცავო - მასშტაბური სამხედრო დანაშაულების ჩამდენმა კრიმინალმა შემოგითვალათ. ხვალ, 9 მაისს, საქართველო ნაციზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს. და კვლავ ისმის კითხვა, ამ ისტორიულ გამარჯვებას ისევ რუსეთის კვალდაკვალ უნდა ვზეიმობდეთ, თუ 8 მაისს - ჩვენს დასავლელ მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად.
9 მაისის ოკუპაცია - დროება
08 მაი 202220:35
3 წუთის საკითხავი