„ეარბიენბი" სამუშაო ადგილებს ამცირებს. კომპანია იძულებულია თანამშრომლების 25 პროცენტი - 1900 ადამიანი დაითხოვოს.
გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით ტურიზმის სფეროში გაჩენილი კრიზისის გამო მიიღეს. კომპანიის დამფუძნებლებმა შემდეგი ექვსი თვის ხელფასის აღებაზე უარი თქვეს, 50 პროცენტით შეუმცირდათ ანაზღაურება მენეჯერებს.
იმ ადამიანებისთვის ზარალის ასანაზღაურებლად, რომლებიც კომპანიის მეშვეობით კერძო საკუთრებას აქირავებდნენ, „ეარბიენბიმ" 250 მილიონი დოლარი გამოყო.