logo
ENG



Amnesty International: რუსეთმა და დე ფაქტო ცხინვალმა გაფრინდაშვილის გათავისუფლება უნდა უზრუნველყოს

22 ნოე 201916:26
3 წუთის საკითხავი
 
nltm8556eb3emab.jpg

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი ოკუპანტების მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხმაურება. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დე ფაქტო ცხინვალმა და რუსეთმა ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდა უზრუნველყოს.

„ორივე მხარემ ვაჟა გაფრინდაშვილს დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდა უზრუნველყოს.  გარდა ამისა, მათ უნდა აუნაზღაურონ ის ზიანი, რომელიც გაფრინდაშვილმა დაკავების შედეგად მიიღო. მხარეებმა [რუსეთმა და ოკუპირებულმა ცხინვალმა] უნდა შექმნან ისეთი მდგომარეობა და უზრუნველყონ, რომ არავინ დაექვემდებაროს წამებასა და არასათანადო მოპყრობას, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევაა.

 

 


close დახურვა