ბინის მოკლევადიანი გაქირავების სერვისი - Booking.com რუსულ ბაზარს ტოვებს. ეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო შეზღუდვების ნაწილია.
რუსეთში მომხმარებლები Booking.com-ზე თავიანთ ბინებს ვეღარ განათავსებენ. კომპანიამ ასევე 1 მილიონი დოლარი გადარიცხა უკრაინელების მხარდამჭერ ფონდში.
მანამდე რუსული ბაზარი კიდევ ერთმა ასეთმა სერვისმა - Airbnb-მ დატოვა.