logo
ENG



CIA-ს დირექტორი: არაა აშკარა მტკიცებულება უკრაინაზე ბირთვული დარტყმის მომზადების შესახებ

07 მაი 202223:40
3 წუთის საკითხავი
 

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი აცხადებს, რომ არ არსებობს აშკარა მტკიცებულება რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული დარტყმის მომზადების შესახებ.

როგორც ბერნსმა აღნიშნა, მსგავსი ქმედებების გადამოწმება დაზვერვას სპეციალური საშუალებებით, კერძოდ კი სატელიტის მეშვეობით შეუძლია.

"როგორც სადაზვერვო სამსახური ჩვენ ვერ ვხედავთ ამ მომენტისთვის პრაქტიკულ მტკიცებულებებს იმისა, რომ რუსეთი გეგმავს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას, პოტენციურადაც კი", - ამბობს ბერნსი.

ამასთან, მისი თქმით, არ შეიძლება ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას არასერიოზულად ვუყუროთ.

"რუსეთის ხელმძღვანელობისგან გაჟღერებული ზარის გათვალისწინებით, ჩვენ არ შეგვიძლია ამ შესაძლებლობებს სერიოზულად არ მივუდგეთ. ასე რომ, ჩვენ, როგორც დაზვერვის სამსახური, ძალიან ყურადღებით ვართ... ამ შესაძლებლობებზე იმ დროს, როდესაც რუსეთისთვის ფსონები ძალიან მაღალია", - თქვა CIA-ს დირექტორმა.

ბერნსის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "გონების ისეთ ჩარჩოში იმყოფება, რომ უბრალოდ წაგებას ვერ წარმოიდგენს".

"მგონია, რომ ის უბრალოდ დაარწმუნეს, რომ ძალების გაორმაგება, შედეგს მისცემს", - აღნიშნა მან.


close დახურვა