CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრები საარჩევნო კამპანიაში მხარს კამალა ჰარისს დაუჭერენ, თუ ჯო ბაიდენი საკუთარ კანდიდატურას მოხსნის.
გამოცემის ინფორმაციით, შიდა გამოკითხვები აჩვენებს, რომ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, საარჩევნო რბოლისთვისა და დემოკრატიული ენთუზიაზმის გაძლიერებისთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა.
ამავდროულად, ბაიდენის თანაშემწეები ამბობენ, რომ ქვეყნის პრეიზდენტი კამპანიაში დაბრუნებას მომავალ კვირას აპირებს, როგორც კი კოვიდისგან გამოჯანმრთელდება.
ამერიკული მედია წერს, რომ უფრო ადვილია იმ ადამიანების დათვლა, ვინც კვლავ მხარს უჭერს პრეზიდენტს, ვიდრე მათი, ვინც ფიქრობს, რომ ბაიდენმა უარი უნდა თქვას ხელახლა არჩევაზე.
"ჯო ბაიდენი ჩვენი კანდიდატია, მაგრამ ის, რაც ახლა დიდ იმედს მაძლევს, არის ის, რომ თუ პრეზიდენტი ბაიდენი გადაწყვეტს უკან დახევას, ჩვენ გვყავს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც მზადაა, მხარი დაუჭიროს პარტიის გაერთიანებას, დონალდ ტრამპს დაუპირისპირდეს და ნოემბერში გაიმარჯვოს", - განაცხადა სენატორმა, ელიზაბეტ უორენიმ.