logo
ENG



COVID-19-თან ბრძოლაში აშშ-ს მხარდაჭერით საქართველოში 200-ზე მეტი პროფესიონალი გადამზადდა

27 მარ 202011:48
3 წუთის საკითხავი
 
oxdtkap6egbd485.jpg

კორონავირუსის საფრთხეებთან ბრძოლაში აშშ-ს მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი პროფესიონალი გადამზადდა, - ამის შესახებ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

განცხადების თანახმად, ტრენინგები ჩატარდა ვირუსის სწორ იდენტიფიცირებასა და მეთვალყურეობაში, ასევე, ინფექციის პრევენციასა და კონტროლის პრაქტიკებზე.

"ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას ქართველი ხალხის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად", - აღნიშნულია განცხადებაში. 


close დახურვა