logo
ENG



EMC შრომის უფლებებზე : საგამოძიებო ქმედებები ძალიან სუსტია

10 ივნ 202008:12
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში სამუშაო ადგილზე სამი ადამიანი დაიღუპა. ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ხელისუფლებას უსაფრთხო შრომის პირობების შექმნისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რიგ სფეროებში დასაქმებულთა შრომა უკიდურესად სახიფათოა.

იურისტები ყურადღებას გამოძიების არაეფექტურობაზეც ამახვილებენ. მათი განმარტებით, სამშენებლო ობიექტებზე ადამიანების დაზიანების ან დაღუპვის ფაქტებზე დაწყებული საქმეები ძირითადად წლების განმავლობაში იწელება და გამოძიების ეტაპზე წყდება, მაშინ როცა, ერთი და იმავე ბიზნესმენის მფლობელობაში მყოფ კომპანიებში ბოლო 6 თვეში მეორე გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.

"მიუხედავად შრომის ინსპექციისა და მექანიზმის გაუმჯობესებისა, ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია და ზრდადი ყოველწლიურად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საკითხზე მნიშვნელოვანია არსებობდეს პოლიტიკური ნება ყველა უწყების დონეზე, რათა არსბეული მექანიზმი დაიხვეწოს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საგამოძიებო ქმედებები ამ მიმართულებით ძალიან სუსტია და პრინციპში, დარღვეული უფლებების აღდგენას, ეს ორგანოები ვერ ახერხებენ",-აცხადებს ლელა გვიშიანი.

3 დღის წინ ბათუმში მშენებლობაზე გარდაცვლილი 28 წლის იაკობ თავდგირიძე და 2019 წლის ნოემბერში გარდაცვლილი 23 წლის ანრი მახარობლიძე ერთი მფლობელის კომპანიებში მუშაობდნენ. ნოემბერში მომხდარი შემთხვევის გამოძიების დეტალების გარკვევა "ფორმულამ" სცადა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. 


close დახურვა