logo
ENG



EU-ს მინისტრებმა ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირეს

13 დეკ 202216:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/13/vug5hmubmd75wkr.jpg

ევროკავშირის მინისტრებმა ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირეს. როგორც Euronews წერს, გადაწყვეტილება ბლოკის 27-მა ლიდერმა უნდა დაადასტუროს, რომლებიც ხუთშაბათს ბრიუსელში შეიკრიბებიან.

"ეს ძლიერ სიგნალს უგზავნის დასავლეთ ბალკანეთის რეგიონს და უპირველეს ყოვლისა, ბოსნია და ჰერცეგოვინის მოქალაქეებს", - წერს ტვიტერზე ავსტრიის ევროკავშირის მინისტრი, კაროლინ ედშტადლერმა.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება სხვადასხვა პრიორიტეტული საკითხი. 

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს. 


close დახურვა