logo
ENG



EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

24 ივნ 202408:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/24/016lwdkv16ifhsx.jpg

დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალი გაიმართება, რომლის განხილვის ერთ-ერთი საგანი საქართველოც იქნება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რამდენიმე საათში შეიკრიბებიან.

დღევანდელ შეკრებაზე რუსული კანონის გამო საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ბრიუსელის მხრიდან შესაძლო საპასუხო ზომებზე იმსჯელებენ.

როგორც ცნობილია, მსჯელობა შეეხება მათ შორის რეაგირების მექანიზმებსაც, რომელთა შორისაა - პერსონალური სანქციები, სამთავრობო დაფინანსების შეჩერება, ვიზალიბერალიზაციის გადახედვა.

რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით X-ზე დაწერა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყვეტილებაზე არ იქნება მიღებული, "უბრალოდ იქნება მსჯელობა".

მინისტერიალის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ და აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.


close დახურვა