ევროკავშირმა ირანს რუსეთისთვის ე.წ. კამიკაძე დრონების გადაცემის გამო, სანქციები დაუწესა. სანქციები ირანის წინააღმდეგ რეკორდულ ვადებში დაწესდა.
"3-დღიანი განხილვების შემდეგ, ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ ზომების მიღებაზე ირანული საფრენი აპარატების მიმწოდებელი კომპანიების წინააღმდეგ. წერილობითი პროცედურა დასრულებულია, სანქციები ძალაში დღეს, ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ შევა", - წერია ინფორმაციაში, რომელიც ევროკავშირის საბჭოს ჩეხეთის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნდა.
ევროკავშირი ასევე მზად არის სანქციები დაუწესოს კიდევ 4 ირანულ ორგანიზაციას, რომლებიც უკვე ფიგურირებდნენ სასანქციო სიის მოსამზადებელ დოკუმენტში. საუბარია 3 ფიზიკურ და ერთი იურიდიულ პირზე, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი კამიკაძე დრონების მიწოდებაზე.
ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, შესაძლოა, რუსეთმა ირანთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რაც ირანული Arash-2 ტიპის დრონების მიწოდებას ითვალისწინებს, თუმცა თავის მხრივ ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".
ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის კიევზე იერიში მიიტანა. მოსკოვმა თავდასხმების დროს ირანული კამიკაძე დრონები გამოიყენა - შეტევების დროს ათობით ადამიანი დაიღუპა.