logo
ENG



EU აცხადებს, რომ ირანის ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობისთვის მზად არის

07 ივლ 202417:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/07/ztsoo4e63dcxbsl.jpg

ევროკავშირმა განაცხადა, რომ ირანის ახალ პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან მოლაპარაკებებში ჩართვსისთვისა და თანამშრომლობისთვის მზად არის. 

EU-ის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერმა, ნაბილა მასრალიმ ფეზეშქიანს გამარჯვება მიულოცა.

"ვულოცავთ არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვებას. ჩვენ მზად ვართ, ახალ მთავრობასთან ვითანამშრომლოთ", - წერს მასრალი X-ზე.

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა. არჩევნებში 30 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მონაწილებდა, საიდანაც ხმების 53%-ზე მეტი მან მიიღო.

69 წლის კარდიოქირურგი და ირანის პარლამენტის წევრი, მასუდ ფეზეშქიანი ამომრჩევლებს ერთიანობასა და ირანის მსოფლიოსგან იზოლაციას დაჰპირდა.

 

 

 


close დახურვა