logo
ENG



EU სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

04 აგვ 202210:02
3 წუთის საკითხავი
 
EU სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

"ევროკავშირი საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რომელიც აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის ლაჩინის დერეფნის გარშემო და კონტაქტის ხაზის გასწვრივ, სხვა ადგილებში დაიწყო. სამწუხაროდ, ამ შეტაკებებს უკვე მოჰყვა მსხვერპლი და არიან დაშავებულები.

აუცილებელია დეესკალაცია და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სრული დაცვა, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება გადაწყვეტილების მოსაძებნად.

ევროკავშირი მზადაა დაძაბულობის დაძლევაში დასახმარებლად და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში ჩართულობის გასაგრძელებლად", - აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ, 3 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები დაიწყო, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. 


close დახურვა