logo
ENG



EU ღაზის სექტორის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 50 მილიონ ევროს გამოყოფს

27 ოქტ 202309:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/27/poe2is0zu8ll481.jpg

ევროკავშირი ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 50 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ განაცხადა.

ევროკავშირის ლიდერების სამიტის პირველი დღის შემდეგ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირისგან გამოყოფილი 56 ტონა ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორს უკვე მიეწოდა.

გუშინ შეხვედრისას ევროპელმა ლიდერებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს შეშფოთება ღაზაში სიტუაციის გაუარესების გამო და ხაზი გაუსვეს გაჭირვებულთა დახმარების მნიშვნელობას ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით.

"ევროკავშირი მუდმივ კონტაქტშია რეგიონის ლიდერებთან, რათა ხელი შეუწყოს ფრონტზე ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მძევლების გათავისუფლებას", - განაცხადა შარლ მიშელმა.


close დახურვა