logo
ENG



Edison Research: ვის ასახელებენ ოპოზიციური კოალიციის პრემიერობის სასურველ კანდიდატად

12 ოქტ 202021:11
3 წუთის საკითხავი
 
kvleva 25

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, მოსახლეობის 26% ამბობს, რომ ოპოზიციური კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, მისი პრემიერმინისტრობის კანდიდატი დავით ბაქრაძე უნდა იყოს. 

23%-ის აზრით, კანდიდატი გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი) უნდა იყოს.

21% ამბობს, რომ კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი - 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 1.5%-ია.


close დახურვა