logo
ENG



FBI-ის ცნობით, ტრამპზე თავდამსხმელის ტელეფონზე წვდომა მოიპოვეს, დაიკითხა 100-მდე მოწმე

16 ივლ 202401:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/16/35bjnyfuh9ul2wz.jpg

გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, ტრამპზე თავდამსხმელის, თომას მეთიუ კრუკსის ტელეფონზე წვდომა მოიპოვეს და გამოძიების ფარგლებში, 100-მდე მოწმე გამოკითხეს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აანალიზებენ კრუკსის ელექტრონულ მოწყობილობებს, ასევე ჩატარდა ჩხრეკა მის სახლსა და მანქანაში.

მათივე ცნობით, გამოძიება გრძელდება.

***

14 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტსა და მოქმედ კანდიდატს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე თავს დაესხნენ. შეხვედრის დროს, როცა ტრამპი ადგილზე შეკრებილებს მიმართავდა, რამდენიმე გასროლა იყო, რა დროსაც კანდიდატმა ყურის არეში ჭრილობა მიიღო. ის ადგილიდან უსაფრთხოების სამსახურმა გაიყვანა. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტის დროს დაზიანებები მიიღო ორმა მოქალაქემაც, ერთ-ერთი დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება თავად თავდამსხმელს, ის განეიტრალებულია

მოგვიანებით, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მსროლელის ვინაობა დაასახელა. ბიუროს ცნობით, ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.


close დახურვა