logo
ENG



Geo Sky-ის ხელმძღვანელის თქმით, კომპანიის სუდანში მყოფი თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან

17 აპრ 202320:04
3 წუთის საკითხავი
 

Geo sky-ის ხელმძღვანელის, შალვა კიკნაძის თქმით, ამჟამად სუდანში კომპანიის 20-მდე თანამშრომელი იმყოფება. კიკნაძის თქმით, ისინი უსაფრთხოდ არიან.

"ახლა ადგილზე იმყოფება 20 ჩვენი თანამშრომელი. ესენი არიან მფრინავები, ბორტგამცილებლები, ინჟინრები. ყველა უსაფრთხოდაა, ყველა იმყოფება თავის საცხოვრებელ ადგილას, სადაც ცხოვრობდნენ და მუდმივი კავშირი გვაქვს"- ამბობს კიკნაძე.

სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალების" მებრძოლებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულია 1 000-ზე მეტი.

შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ორმა მხარემ ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან.


close დახურვა