ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით (IDF), სამხედროებმა ღაზაში აღმოაჩინეს აღჭურვილობა, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი მაღალი სიზუსტის რაკეტების წარმოებისთვის იყენებს. მანამდე მიიჩნეოდა, რომ ჰამას მსგავსი ტიპის რაკეტების შექმნის შესაძლებლობა არ გააჩნდა.
IDF-ს ცნობით, სამხედროებმა და ნაჰალის ბრიგადამ ცოტა ხნის წინ დარაჯასა და ტუფის რაიონებში ჰამასის ობიექტებზე რეიდი განახორციელეს. მათ აღმოაჩინეს შახტა, რომელშიც იარაღის წარმოებისთვის განკუთვნილი მიწისქვეშა ქარხანაა.
"სამხედროება აღმოაჩინეს კომპონენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა ირანის დახმარებით ისწავლეს, როგორ გამოიყენონ და ააგონ მაღალი სიზუსტის კომპონენტები და სტრატეგიული იარაღები", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
IDF-მა გაავრცელა ფოტოები, სადაც, მათი ცნობით, ჰამასის მიერ დამზადებული სარაკეტო ძრავა და ფრთოსანი რაკეტის საბრძოლო მასალაა გამოსახული.